"ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით"
21/04/2022 15:42:33 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი ბობ კეისი აცხადებს, რომ ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც შეეხება იმას, რა გააკეთეს ქართველებმა, რომ დახმარებოდნენ უკრაინელ ხალხს, ახლო წარსულში და ასევე გრძელვადიან პერიოდში, მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი იღებენ ამ ადამიანებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებაზე. ეს არის იმის მტკიცებულება, თუ როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმად, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორზე, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს ჩადის“, – განაცხადა ბობ კეისმა.
აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია.


