"ნატო-ს წევრობის წინაპირობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა"
21/04/2022 16:52:28 პოლიტიკა
ამერიკელ კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, ნატო-ს წევრობის წინაპირობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ნატო-ს წევრობის მიმართულებით პროგრესის გასაგრძელებლად საუკეთესო გზა არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალიან მძიმე სამუშაოს გაგრძელება. ნამდვილად, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი პარტნიორი იქნება ამ მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება კი არის ნატო-ს წევრობის წინაპირობა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან სრული მხარდაჭერა გექნებათ ამის განხორციელებაში“, – განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია.


