Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტი – ამერიკელ სენატორს: "თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობები სასიცოცხლოდ გვჭირდება"

საქართველოს პრეზიდენტი – ამერიკელ სენატორს: "თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობები სასიცოცხლოდ გვჭირდება"

21/04/2022 17:36:16 პოლიტიკა

დღეს როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორ კრის კუნსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს, რომ „აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა რეალობაა“.

„მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად ამ ოცდაათწლიანი ურთიერთობების შესახებ გამოფენასაც გავხსნით. ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისადმი, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შეიტანა თავისი წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია ავღანეთსა და ერაყში. დღეს, როგორც არასოდეს თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობები სასიცოცხლოდ გვჭირდება. თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა. საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S