Accentnews.ge
პრეზიდენტი – ამერიკელ სენატორს: "დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს"

პრეზიდენტი – ამერიკელ სენატორს: "დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს"

21/04/2022 17:40:34 პოლიტიკა

"დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორ კრის კუნსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი.

"დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა, აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა. დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექტსში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატო–ს სამიტზე, რათა "ღია კარის" პოლიტიკას მიეცეს ახალი პერსპექტივა, და ბოლოს, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს და გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე შემდეგი 30 წლისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S