Accentnews.ge
კონგრესმენი სისილინი: "მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამტკიცდეს"

კონგრესმენი სისილინი: "მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამტკიცდეს"

22/04/2022 06:05:58 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი დევის სისილინი, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამტკიცდეს. ამის შესახებ მან თბილისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ოპოზიციის ლიდერებმა გაგვიზიარეს სერიოზული წუხილი მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ეს არის კრიტიკული სამუშაო, რომელიც გავწიეთ ქართველ ხალხთან პარტნიორობით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს და დემოკრატიული ინსტიტუტები გამტკიცდეს. აუცილებელია მათ მიერ ნახსენები ზოგიერთი რეფორმის სიფრთხილით განხილვა და ველოდები მიმდინარე სამუშაოს საქართველოში, რაც მიმართულია ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. ველოდებით, რომ ამ სამუშაოში გავაფართოვებთ პარტნიორობას“, – განაცხადა სისილინმა.

აშშ–ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას ქვეყნის საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.

დელეგაცია აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ხვდება, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა "კოვიდ-19"-ის პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S