სალომე ზურაბიშვილი: "ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი, დიდება უკრაინას"
23/04/2022 12:49:37 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა. ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს გაერო–ს გენმდივანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიმართეს თხოვნით, აღდგომის დღესასწაულებზე შეეწყვიტა ცეცხლი და დასთანხმებოდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას, თუმცა პუტინმა უარი განაცხადა.
იხილეთ ასევე: "ოკუპანტებმა აზოვსტალზე საჰაერო შეტევა განაახლეს" – არესტოვიჩი


