ზურაბიშვილი – რუსეთის იერიშებზე: "ასე ესმის რუსეთს აღდგომის სასწაული და მადლი"
24/04/2022 19:50:19 პოლიტიკა
აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის …. აღდგომა დღეს უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის "ფეისბუკ"-გვერდზე და აზიარებს გამოცემა NEXTA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საჰაერო განგაშის სიგნალების უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ.
გამაფრთხილებელი სირენა ავია და სარაკეტო იერიშების მაუწყებელია.
რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი და როგორც კიევი იუწყება, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, დამპყრობლები განაგრძობენ აქტიურ საბრძოლო აღმოსავლეთ მოქმედებებს.
შაბათს რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა ოდესას. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაიღუპა სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბავშვი.
მასიური შეტევა განხრციელდა მარიუპოლში, მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" შენობაზე, რომელსაც ქალაქის მცველი უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი ადამიანები აფარებენ თავს.


