Accentnews.ge
"უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს, თუ ექნება შესაბამისი აღჭურვილობა და სწორად გათვლილი მხარდაჭერა"

"უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს, თუ ექნება შესაბამისი აღჭურვილობა და სწორად გათვლილი მხარდაჭერა"

25/04/2022 07:12:56 პოლიტიკა

აშშ–ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, "უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, თუ ექნება შესაბამისი აღჭურვილობა".

"გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი არის გჯეროდეს, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ გაიმარჯვონ, თუ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორად გათვლილი მხარდაჭერა“, -აცხადებს ოსტინი.

პენტაგონის ხელმძღვანელი დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობელია იყო ყველაფრისთვის, რასაც აშშ აკეთებს, მაგრამ ორიენტირებულია იმაზე, რაც მას სჭირდება შემდგომი წარმატებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.

ცოტა ხნის წინ ბლინკენმა და ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან პრეს–კონგფერენცია გამართეს.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S