"უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო, რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება"
25/04/2022 09:34:41 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.
„ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით, "არ არსებობს ალტერნატიული ქვეყანა, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ისე ექცეოდნენ, როგორც საქართველოში".
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება არ არის სწორი:
„ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო, თუ კიდევ სხვა. იმ სანქციებს, რაც აგრესორზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა დაიჩაგრება, ეს, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული, რომ ჩვენ შევუერთდეთ".


