Accentnews.ge
ვრცელდება ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქის საუბარი ისმის

ვრცელდება ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქის საუბარი ისმის

25/04/2022 13:57:31 პოლიტიკა

ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში ისმის სახელები და გვარები, მათ შორის ახსენებენ სავარაუდოდ, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. ასევე, სავარაუდოდ, ივანიშვილი და სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ახსენებენ ვინმე დავითს.

სავარაუდოდ, ივანიშვილი სავარაუდოდ, ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არც ისე სასიხარულოა, მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S