Accentnews.ge
ენმ ბიძინა ივანიშვილისთვის და დავით ხიდაშელისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

ენმ ბიძინა ივანიშვილისთვის და დავით ხიდაშელისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

25/04/2022 19:29:22 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის სახელით საგანგებო განცხადება გააკეთა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის შესახებ.

მისი თქმით, „თურქული „ბაირახტარის“ პირდაპირი კონკურენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია ევტუშენკოვი. ამ პიროვნებასთან ჰქონდა თვე-ნახევრის წინ ბიძინა ივანიშვილს საქმიანი მოლაპარაკება“.

მან გაიხსენა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით:

„ჩვენი ხელისუფლება მოითხოვდა „დაგვიმტკიცეთ, წარმოადგინეთ მტკიცებულება და ა.შ.“ როგორც ჩანს, უკრაინელ კოლეგებს უკვე იმ დროისთვის ჰქონდათ არსებული ინფორმაცია ხელთ და მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს Зерно. როდესაც ამის შესახებ არის საუბარი, აქ არ იგულისხმება არც ხორბალი და არც მარცვლეული - ეს არის ფული. აქ არის პირდაპირი მინიშნება ფულზე, დოლარებსა და რესურსებზე, - თქვა ცისკარიშვილმა და დაამატა, - აქედან გამომდინარე, თვე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია შესაბამისი დაზვერვითი სამსახურების მიერ გავრცელდა მას მერე, რაც შეიკრა მთელი ციკლი საინფორმაციო და ისევე, როგორც ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა, ასევე დასავლეთმა ძალიან კარგად იციან სადამდე მივიდა ეს თანამშრომლობა. სადამდე მივიდა Зерно-სთან“ დაკავშირებული თანამშრომლობა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილისა და დავით ხიდაშელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს და რომ მან აღნიშნა, რომ ამ რამდენიმე ადამიანის გამო საქართველო აღმოჩნდეს "რკინის ფარდის" ბნელ მხარეს:

„აუცილებელია, როგორც დავით ხიდაშელზე, ასევე, ბიძინა ივანიშვილზე, ამ ქართული ეთნიკური წარმოშობის, მაგრამ შინაარსით რუსი ბიზნესმენების, რუსი ოლიგარქების მიმართ დაწესდეს სანქციები, იმისათვის, რომ ჩვენ მთლიანად საქართველო არ აღმოვჩნდეთ უფრო მეტ სირთულეში“.

Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბარს. ჩანაწერში, რომელიც ორ სხვადასხვა დროს შემდგარ სავარაუდო საუბარს ასახავს, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ".

ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, ბოლოსდაბოლოს, შეუძლია თუ არა, შეხვდეს მას, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S