Accentnews.ge
ენმ-ში უარყოფენ, რომ მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება

ენმ-ში უარყოფენ, რომ მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება

26/04/2022 09:40:09 პოლიტიკა

"ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება.

"პარტიის თავმჯდომარედ მარგველაშვილის დანიშვნა არც კი განხილულა. “ქართული ოცნება” აბსურდული ინფორმაციებით ცდილობს გადაფაროს ჩანაწერი ორ რუს ოლიგარქს - ივანიშვილს და ევტუშენკოვს შორის, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდება", -განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ:

„გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ავტომატურად – ეს კომბინაცია შეიძლება, გათამაშდეს. ეს კითხვა სუს-ის თანამშრომლების მიერ დაწერილია და გადმოგზავნილია „იმედშიც“ და „რუსთავშიც“, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. რატომ? იმიტომ, რომ იცით, რამხელა საერთაშორისო სკანდალშია გახვეული ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მთლიანად; ამ დროს მოიგონეთ ის, რასაც მხოლოდ სუს-ი თუ შეძლებდა. ჟურნალისტებთან კონფრონტაციას სულ ვერიდები, მაგრამ არ არის სასიამოვო სანახავი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შედგენილ რაღაც შეკითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი“.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. ტელეკომპანიის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S