Accentnews.ge
"საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა"

"საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა"

26/04/2022 13:17:45 პოლიტიკა

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა", – ასე ეხმიანება რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "სპუტნიკ საქართველოს" ცნობას, რომ „საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივას, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი პროვოკაციის გენოციდად აღიარებს შესახებ, არ განიხილავს“.

"სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს სამშვიდობოებს ესროლა, თავად დააპატიმრეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი წევრის ОДКБ-ში. ხომ არ გავაუქმოთ მათთან საჰაერო კავშირზე აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან", – აცხადებს სიმონიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S