Accentnews.ge
"რასაც ბარამიძე აუდიოჩანაწერში საუბრობს, ეს  ეს არის მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ"

"რასაც ბარამიძე აუდიოჩანაწერში საუბრობს, ეს ეს არის მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ"

26/04/2022 13:53:58 პოლიტიკა

დღეს გავრცელებული ჩანაწერიდან შესაძლოა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა, თუ სად არის დამარხული ძაღლის თავი. მე ვსაუბრობ ჩანაწერზე, რომელშიც გია ბარამიძე აღშფოთებულია იმით, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი უწევს უკრაინას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ამით აღშფოთებული ბარამიძე ამბობს, რომ შეაწუხებს მთელ ქვეყანას, მათ შორის არახამიას და უკრაინის საგარეო უწყებას და ბატონ კასიანოვს მოეთხოვება ამის გამო პასუხი. ეს არის მართლაც მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ეს არის მიზეზი, რატომაც აკეთებს არახამია ასეთ მტრულ განცხადებებს საქართველოს მიმართ. ეს არის სრულიად მიუღებელი რაკურსი ჩვენი ურთიერთობების, რაც ჩვენს ისტორიულ ძმობას ჩრდილს აყენებს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

POSTV, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძიე ფიგურირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S