ბლინკენი: "არავითარი ნიშანი არ არის, რომ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ"
27/04/2022 06:24:52 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ "არავითარი ნიშანი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ".
მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს.
„ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე უკრაინელები ვიყოთ“, – განაცხადა ბლინკენმა. ჩვენ დღემდე არ ვნახეთ არანაირი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად ეკიდება მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს. თუ სერიოზულად მოეკიდება და თუ უკრაინელები ჩაერთვებიან, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ", – განაცხადა ბლინკენმა.


