Accentnews.ge
ენმ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის სოციალური დახმარების ინიციატივით გამოდის

ენმ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის სოციალური დახმარების ინიციატივით გამოდის

27/04/2022 10:44:39 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დახმარების პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ.

როგორც ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისასა განაცხადა, ეს გულისხმობს ერთჯერად 100 ათასი ლარის ოდენობით დახმარებას და სხვა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.

"ცხრა ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და თუ ვინმესთან დღეს ვალში არის საქართველოს სახელმწიფო, არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან, რაზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზოუკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები, რაც გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 000 ლარის ოდენობით და კანონით გათვალისწინებულ სხვა სოციალურ შეღავათებს", – განაცხადა წითლიძემ.

ანი წითლიძის თქმით, ენმ-ს ფრაქცია ასევე მუშაობს მეორე საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს:

"ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ამ მებრძოლებს უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, ომის ვეტერანის სტატუსი რაც აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს და ასევე, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ექნება მხარდაჭერა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S