Accentnews.ge
"ლელო": "ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს"

"ლელო": "ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს"

27/04/2022 11:10:25 პოლიტიკა

"ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" წევრებმა ისაუბრეს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხადი გახდა, რომ სანქცირებული ნავთობი ჩამოტანილი იყო ბათუმის პორტში, სადაც ყაზახურმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა სანქცირებული ნავთობის გადატანაზე. ეს იყო ფაქტობრივი მოცემულობა, რის გამოც უკვე შიდა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე სანქცირებული ნავთობი გადამისამართდა ყულევის ნავთობტერმინალში, საიდანაც, სავარაუდოდ, მოხდება მისი ტრანსპორტირება. ქართული ოცნების ეს დანაშაულებრივი პოლიტიკა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და მათ შორის, ჩვენ გვაყენებს სანქცირების რისკის ქვეშ", - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

პარტიის კიდევ ერთ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით ღარიბაშვილს პარლამენტში მოუწევს უპასუხოს კითხვებს, თუ როგორ მოხდა საქართველოში სანქცირებული ნავთობი.

"ახლა ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებთან ერთად ხდება ნავთობს ისე დაბინავება, რომ არაერთი საერთაშორისო რეგულაცია და სანქცია ირღვევა. ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები ყულევიდან ეზიდებიან სანქცირებულ ნავთობს, რომლები სანქცირებული ჭაბურღილებიდანაა ამოღებული და მოპოვებულია იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოყოლილი",- ამბობს ბუაძე.

"ლელო" ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S