Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე: "ვიმედოვნებ, ამას გაგრძელება არ ექნება, მეორეს მხრივ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად"

ღარიბაშვილი – ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე: "ვიმედოვნებ, ამას გაგრძელება არ ექნება, მეორეს მხრივ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად"

27/04/2022 12:05:30 პოლიტიკა

"მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას, გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად", – ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებები წარსულშიც არაერთხელ გაჟღერებულა.

"მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას, რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არაერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება იმიტომ, რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S