Accentnews.ge
"ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის"

"ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის"

27/04/2022 12:15:22 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიას ვერავინ გამოიყენებს სანქციების გვერდის ავლისთვის.

"ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს. მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არა ლეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S