"იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის"
27/04/2022 12:19:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არანაირი მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება.
"მინდა, ყველას ვუთხრა, რომ იმედები გავუწბილე ყველა მეგობარს, ვისაც უნდა ომი ჩემსა და თქვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის, ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება", – განუცხადა რარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მანამდე, მან ისაუბრა გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისმის.
მისი თქმით, "მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები იყო მიმართული ერთი მიზნისკენ, რაიმენაირად გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში".
"ვუთხარით, მათ შორის უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეს უსაფუძვლო ბრალდებები. ყველას ახსოვს ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე და ახლა ხორბალზე, ამას დაემატა აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


