"შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით"
28/04/2022 05:00:08 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს სოლიდარობას უცხადებს.
"ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ბოლო დღეების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აფეთქებებს უკავშირებს "დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ".


