Accentnews.ge
"თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, შესაძლოა, მან ყურადღება ამ ქვეყნებზე გადაიტანოს"

"თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, შესაძლოა, მან ყურადღება ამ ქვეყნებზე გადაიტანოს"

28/04/2022 05:10:32 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, შესაძლოა, მან ყურადღება ამ ქვეყნებზე გადაიტანოს". ამის შესახებ მან „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

"მოლდოვა და საქართველო, უკრაინასთან ერთად, არის „ტრიო“, რომელსაც სურს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება. ისინი არ არიან დაცული არც ნატო-ს მე-5 მუხლით და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობით, ცხადია, ისინი მოწყვლადები არიან და ეს ნიშნავს, რომ მეტი მხარდაჭერა და ყურადღება უნდა მივიღოთ. აშშ-ში ჩემი ვიზიტის გზავნილია, არ უნდა დაივიწყონ საქართველო, რადგან თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავდასხმის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება და კონკრეტულად რა თხოვნით მიმართავს იგი ბაიდენის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:

„პირველ რიგში, მე არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის წინასწარმეტყველებას არ უნდა შეეცადო. არ მინდა ასეთი სახის პროგნოზების გაკეთება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავკარგოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება. მთავარი მოწოდება, რასაც მე ვაშინგტონში ვაკეთებ, საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მხარდაჭერა რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, ეს არის ის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ, ევროინტეგრაციისკენ ახალი გზის მხარდაჭერა, რომელიც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გახსნეს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ეს არის პასუხები ნებისმიერი ფორმის გამოწვევაზე და საფრთხეზე, რასაც რუსეთი ჩვენს ქვეყანასა და მოლდოვას უქმნის".

რაც შეეხება ბოლო პერიოდში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებს, პრეზიდენტმა მომხდარს "მანიპულაციები" უწოდა, რომელსაც "რუსეთი იყენებს ზეწოლის განსახორციელებლად".

"ის, რაც დღეს მოლდოვაში ხდება, არაპირდაპირი ზეწოლაა მოლდოვის ხელისუფლებაზე დნესტრისპირეთის საშუალებით, რათა მოლდოვის მოსახლეობაში შიში გამოიწვიოს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ კონტექსტში მან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც ისაუბრა:

"რუსეთი ასევე მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, სადაც აცხადებენ, რომ რეფერენდუმის გამართვა სურთ, რუსეთთან გაერთიანების მიზნით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S