Accentnews.ge
"გაკვირვებით ვუსმენთ საქართველოში შიდა დისკუსიებს „მეორე ფრონტზე"

"გაკვირვებით ვუსმენთ საქართველოში შიდა დისკუსიებს „მეორე ფრონტზე"

28/04/2022 09:04:12 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე გაკვირვებული აკვირდება საქართველოში შიდა დისკუსიებს, რომელიც ეხება ე.წ. ომის პარტიას და მეორე ფრონტის გახსნას.

“ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, როდესაც საუბრობენ “ომის პარტიებზე” და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ რუსეთის ფედერაცია დაგვესხა თავს. ჩვენ გვიკვირს, რადგან 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი, უკრაინის პრეზიდენტი“, - განაცხადა კასიანოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S