Accentnews.ge
ნატო და ევროპარლამენტი საქართველოსა და მოლდოვის პრაქტიკული დახმარებისთვის მზადაა

ნატო და ევროპარლამენტი საქართველოსა და მოლდოვის პრაქტიკული დახმარებისთვის მზადაა

28/04/2022 10:10:50 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც თავის სახლს. ამის შესახებ მან ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს პარლამენტი ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევს. ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნის განაცხადებს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ქართველ პარტნიორებთან და, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვიყოთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად და ამ პარლამენტს ამისგან უკან არასოდეს დაუხევია”, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო განიხილავს, რით შეუძლია ალიანსს დაეხმაროს საქართველოსა და მოლდოვას და ამ თვალსაზრისით საუბარია პრაქტიკულ და პოლიტიკურ დახმარებაზე:

„უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ გვაჩვენა იმის საჭიროება, რომ ნატო დაეხმაროს ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც არც ნატოს წევრები არიან და არც ევროკავშირისა - როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო. ლაპარაკია პრაქტიკულ დახმარებაზე, ლაპარაკია პოლიტიკურ დახმარებაზე. საქართველო ძალიან ძვირფასი პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ჩვენ შევისწავლით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა კიდევ უფრო დავახლოვდეთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთი ნაწილიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

11 აპრილს საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა.

მოლდოვამ და უკრაინამ უკვე დააბრუნეს შევსებული კითხვარი. თბილისის განცხადებით, ის კითხვარს მაისში შეავსებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S