Accentnews.ge
ლომჯარიამ კობახიძის განცხადებებს "დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური" უწოდა

ლომჯარიამ კობახიძის განცხადებებს "დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური" უწოდა

28/04/2022 11:17:07 პოლიტიკა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს "დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური" უწოდა.

“ადამიანის უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობის. ამიტომ ჩემი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით ვფიქრობ, სწორედ ამ მიზანს ვემსახურები. დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნისა. ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არცერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. არ ვიცი, ეს პოლიტიკურად მათთვის რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისიწინებენ და ძლიერი აღაიარება ექნება”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, “დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და რთულია, ეს გამოვიყენოთ საპირწონედ სამედიცინო არგუმენტაციებოსა და დასკვნისა”.

ცნობისთვის: “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია”. მისი თქმით, ყველა, ვინც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველი, არის იმ განზრახვის ნაწილი, რომ საქართველოში ომი გაჩაღდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S