Accentnews.ge
"კულტურის სფეროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების საკითხებზე მიმართვა გაიზარდა"

"კულტურის სფეროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების საკითხებზე მიმართვა გაიზარდა"

28/04/2022 11:20:53 პოლიტიკა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, კულტურის სფეროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების საკითხებზე მიმართვა გაიზარდა.

„ბოლო პერიოდში ჩვენთანაც შემოდის განცხადებები კულტურის სფეროდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თუ შევიწროების თაობაზე. ინფორმირებული ვარ და როგორც ჩანს, ეს მიმართულება ჩვენი მხრიდანაც იქნება ყურადღების ქვეშ, რადგან მომართვაც მომატებულია ამ საკითხებზე. შევისწავლით და თუ პოლიტიკური ან სხვა მოტივით ხდება ადამიანის დისკრიმინაცია, მათ შორის კულტურის სფეროში, ამის დადგენის საშუალება გვექნება. საჭიროა საქმის მასალების ნახვა”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის: დღეს რეჟისორმა სალომე ჯაშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კინოაკადემიამ მისი ფილმის - „მოთვინიერების” სეანსები გააუქმა.

„მიზეზი, რომელიც მის [კინოაკადემიის] დირექტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს". მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა”,- წერს სალომე ჯაში სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S