სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ვადას 2 მაისამდე აძლევს
28/04/2022 17:49:17 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დროს 2 მაისს 18:00 საათამდე აძლევს.
"მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას მთავრობას, რომ გარკვეული პერიოდის გამავლობაში, ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ ჩემი ძმის, მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური",- თქვა სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, როგორც დავით სააკაშვილი ამბობს, გამოცხადდება პერმანენტული აქციები და შემდეგ უკვე მასშტაბური აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.


