Accentnews.ge
ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ სააკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ, ის "ალბათ, მზადაა", პოლიტიკას ჩამოშორდეს

ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ სააკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ, ის "ალბათ, მზადაა", პოლიტიკას ჩამოშორდეს

29/04/2022 06:45:24 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ალბათ, მზად არის", რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს.

"ამასთან დაკავშირებით მანაც გააკეთა განცხადება. არ ვიცი, პიროვნულად მისი გადასაწყვეტია, ალბათ, მზად არის, იმიტომ, რომ აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი, უბრალოდ, აღარ იქნება, ის გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი.

რა თქმა უნდა, შეიძლება იმდენი ესმის ქართულ ოცნებას, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაყვებიან ამას, ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს ქართული ოცნება. შუალედურად აკვირდებიან, რომ დაინვალიდებამდე მიიყვანონ. ამიტომ ვართ ჩვენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები", - ამბობს ციხკარიშვილი პალიტრანიუსთან.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S