Accentnews.ge
ქადაგიშვილი: "არესტოვიჩი პროვოკატორია, ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში ომს"

ქადაგიშვილი: "არესტოვიჩი პროვოკატორია, ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში ომს"

29/04/2022 10:51:17 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოკატორის განცხადება და ის “ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას“

„ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ მიიღო, მათ შორის ბოლო არჩევნებზეც. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ალბათ, უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს არესტოვიჩის ბედს. ეს მისი მხრიდან არის კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება. ეს არის რეალპოლიტიკა – დავინახეთ, რომ მათ სურთ სადმე მეორე ფრონტი გაიხსნას. მათ ამის საუკეთესო ვარიანტად საქართველო მიაჩნიათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ღალატისა და ომის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტური თანამგზავრებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ თავად იქნებიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი შედგება. აქედან გამომდინარეობს ერთიან მესიჯბოქსში აწყობილი პოლიტიკური აგრესიული შემოტევა საქართველოზე. ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს და არ შეიძლება. ეს ინტერესები პოლიტიკურ ავანტურისტებს შევწიროთ. ჩვენი ეროვნული ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყარად სიარულის გაგრძელება“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყების ცნობით ქადაგიშვილმა.

ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში:

„თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S