Accentnews.ge
დარჩიაშვილი – არესტოვიჩზე: "მსგავსი ტიპის განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს"

დარჩიაშვილი – არესტოვიჩზე: "მსგავსი ტიპის განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს"

29/04/2022 11:49:32 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არსეტოვიჩის კომენტარს, საქართველოს ხელისუფლებისთვის “მხურვალე სალამის“ გადაცემის თაობაზე და რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ხალხი არჩევნებზე შეაფასებს.

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველო განაგრძობს უკრაინის დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში.

რაც შეეხება არესტოვიჩის სიტყვებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„ტრადიციულად, როგორც აქამდე, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას მაქსიმალურად ამ რთულ პერიოდში აღმოვუჩინოთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება. ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხივ ურთიერთობებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და შესაბამისად და ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხივ ურთიერთობებს. ჩვენი მიზანია, რომ ისეთ რეჟიმში, როგორც ჩვენ ვაკეთებდით და ვცდილობდით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ჩვენ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

არესტოვიჩის განცხადებები არაერთგზის გახდა საქართველოში განსჯის საგანი. ბოლოს მან უკრაინისადმი საერთაშორიო მხარდაჭერის კონტექტზე საუბრისას მოლდოვა და საქართველო ახსენა და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების განცხადებები უკრაინის მიმართ, რომ „ნაწილობრივი დემოკარტიაა“, „ახალბედა სახელმფოა“, შეწყდა და ახლა დასავლეთი ამბობს, რომ „იბძოლებენ უკრაინისსათვის“:

„ასევე აპირებენ მოლდოვის დაცვას, დაიცავდნენ საქართველოსაც, მისი ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორღაც უცნაურად რომ არ იქცეოდეს [...]

გამაკრიტიკებენ. იქ პრემიერი გამოვიდა სიტყვით, მინისტრები. მოდით, კურდღლებო, გეტყვით, საქართველო სუვერენული სახელმწოფოა და საქართველოს ხალხი გადაწყვეტს, როგორ პოლიტიკას გაატარებს, უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, არანაირად, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის სიტყვებით არც სხვა გზით. დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სხვათა შორის, ყოველთვის იყო უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ, თქვენს პოლიტიკას, თქვენს განცხადებებს არჩევნებზე შეაფასებს საქართვეოლოს ხალხი და სპეციალურად თქვენთვის ჩემი მხურვალე სალამი“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S