Accentnews.ge
სააკაშვილი: „რა ომი შეიძლება, მინდოდეს, თბილისში ჩემი შვილები ცხოვრობენ!“

სააკაშვილი: „რა ომი შეიძლება, მინდოდეს, თბილისში ჩემი შვილები ცხოვრობენ!“

29/04/2022 12:32:45 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უტიფრობას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მას შეიძლება, საქართველოში ომის გაჩაღება სურდეს.

"რა ომი შეიძლება, მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!... ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი", - წერს ის „ფეისბუკში“.

"ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, დღეს საქართველოშიც ომი იქნებოდა.

მეტიც, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში და სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ მეორე ფრონტის გახსნის მზაობა აქედან ყოფილიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S