Accentnews.ge
ჟურნალისტები, რომლებმაც ცენზურაზე ისაუბრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

ჟურნალისტები, რომლებმაც ცენზურაზე ისაუბრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

29/04/2022 14:55:27 პოლიტიკა

სააზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ტელევიზიდან გაათავისუფლეს ის სამი ჟურნალისტი, რომლებმაც არხზე ცენზურის არსებობასა და ე.წ. შავ სიაზ ისაუბრეს.

როგორც ირკვევა, ბრძანებას მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა 29 აპრილს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ტელევიზიაში 1 მაისიდან აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ „აქცენტს“ ჯანაძემ განუცხადა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებისა და ცენზურის არსებობაზე არხის თანამშრომლებმა თებერვალში დაიწყეს საუბარი. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

დარსალიას"ფეისბუკზე" გამოეხმაურა არხის პროდიუსერი ეკა შონია:

"რაც შეეხება ბრალდებას ე.წ. შავი სიების შესახებ, რასაც, თურმე, ბატონი იმედა დარსალია ორი წლის განმავლობაში გულში ატარებდა, ეს ცდება რიგითი არაკეთილსინდისიერების ფარგლებს, პირადი ურთიერთობების და კოლეგიალობის ყველა წითელ ხაზს კვეთს და არხის ყველა თანამშრომელს აყენებს შეურაცხყოფას... ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ბატონი დარსალია კიდევ დიდხანს შეინახავდა "შავი სიების" საიდუმლოს, თუ ამბიციას დავუკმაყოფილებდით და გადაცემის წაყვანას მარტო გააგრძელებდა".

პროდიუსერის ამ განცხადების შემდეგ გადაცემაში ცენზურაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემაც:

"ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S