Accentnews.ge
ღარიბაშვილი –სააკაშვილზე - "ყველა პატიმარს აქვს დისკომფორტი, რადგან თავისუფლება შეზღუდული აქვს"

ღარიბაშვილი –სააკაშვილზე - "ყველა პატიმარს აქვს დისკომფორტი, რადგან თავისუფლება შეზღუდული აქვს"

30/04/2022 10:22:44 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება.

„პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს. იქ პატიმრებისთვის არის სრული კომფორტი შექმნილი ნორმალური პირობები, შესანიშნავი კვება. ასე, რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S