Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "არსეტოვიჩი თავად არის შეურაცხყოფა"

ღარიბაშვილი: "არსეტოვიჩი თავად არის შეურაცხყოფა"

30/04/2022 10:36:29 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი „თავად არის შეურაცხყოფა“.

„თქვენს მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უკრაინელ ხალხთან. მე ყველას ვარწმუნებ, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად. საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ხალხია ჩართული ამ პროცესში სოლიდარობის გამოსახატავად, დასახმარებლად. ადგილობრივად ვინც ჩამოვიდა მაქსიმალურად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. ქვეყნები, ხალხი ადგილზე რჩება, ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ“, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსი არესტოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას ასე მიმართა: "მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს: თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S