Accentnews.ge
"ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში"

"ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში"

30/04/2022 15:36:36 პოლიტიკა

ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში. ძალიან დიდი სამუშაო განხორციელდა იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს ძლიერი და შეეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში უფრო ღრმა თანამშრომლობას გულისხმობს და სწორედ ამას მოუწოდებს, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რომლის მნიშვნელობაც კარგად ვიხილეთ უკრაინის მაგალითზე.

მოხარულები ვართ, რომ ვზეიმობთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, ალბათ ამაზე უკეთესი გზა ამ დღის აღსანიშნავად არ იქნებოდა თუ არა ეს მხარდაჭერის აქტი, რომელიც არის მოწოდება რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე სასამართლოს მიმართულებით, უსაფრთხოების სფეროში. ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. თუ საქართველო ერთგული იქნება ამ დღის წესრიგის, ეს იქნება უფრო ახლო ნაბიჯი ნატოსა და ევროკავშირთან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S