Accentnews.ge
დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო

დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო

02/05/2022 07:08:33 პოლიტიკა

დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ დარგის ექსპერტებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S