სალომე ზურაბიშვილი გერმანიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა
02/05/2022 08:10:47 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იგი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დელეგაციების თანხლებით გაიმართება.
ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.


