Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი"

"მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი"

02/05/2022 11:51:47 პოლიტიკა

საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

„საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გადასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S