ღარიბაშვილი: "დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში"
02/05/2022 11:58:06 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა.
„ვამაყობ, რომ ევროკომისიის კითხვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადავეცი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გადასცა.


