Accentnews.ge
"საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს"

"საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს"

02/05/2022 19:49:18 პოლიტიკა

აშშ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას აგრძელებს, – ასე უპასუხა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ომის უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლის შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ეუთო-ს მანდატი მოიცავს, მათ შორის მოლდოვაში სიტუაციის მონიტორინგს:

"გასულ კვირას დნესტრიპირეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ეუთო-ს მანდატი მოიცავს მოლდოვაში, დნესტრიპირეთში და მის გარშემო უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალს ასევე ყარაბაღს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს/ცხინვალის რეგიონს".

რაც შეეხება საქართველოში მეორე ფრონტის შესაძლო გახსნის თაობაზე კითხვას, აღნიშნულის საპასუხოდ კარპენტერმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა დიდი პასუხისმგებლობით, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მომენტში, როგორც ყველამ იცით, საქართველოში ადგილზე წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო კი მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S