"ახლა, ომის დროს, არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს სააკაშვილის გადმოცემის უფლებას მისცემენ"
03/05/2022 06:10:02 პოლიტიკა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ არ მაქვს იმედი, რომ ქართული მხარე უკრაინულს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადასცემს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ახლა, ომის დროს, მე არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს მისცემენ უფლებას, რომ სააკაშვილი გადმოგვცენ. სააკაშვილი არის ლიდერი, რომელიც ახლა ზის ციხეში რუსეთის ბრძანებით" -აღნიშნა გერაშენკომ [ფორმულას თარგმანი].


