Accentnews.ge
"საქართველოში მედიაპლურალიზმი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზე მუშაობა აუცილებელია"

"საქართველოში მედიაპლურალიზმი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზე მუშაობა აუცილებელია"

03/05/2022 08:34:23 პოლიტიკა

"საქართველოში მედიაპლურალიზმი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზე მუშაობა აუცილებელია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "ევროკავშირის პრიზის" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

"ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი არსებობს, ზუსტად ასეთ კონფერენციებზე, რომელიც დღეს აქ იმართება, ჩვენ განვიხილავთ მედიაგარემოს, რომელიც ასევე მოიცავს პოლარიზაციას, დეზინფორმაციას და სხვადასხვა საკითხებზე არის სამუშაო, როგორიც არის თვითრეგულირება, სიძულვილის ენა და ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილავთ, რაც ხდებოდა 5 ივლისს და მას შემდეგ. ევროკავშირი ამას ძალიან სერიოზულად უდგებოდა და ახლაც ასე უდგება. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი პროფესიული საქმიანობის დროს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მან დღესვე ჟურნალისტების დაჯილდოებისას ხაზი გაუსვა, რამდენად დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით მუშაობენ:

"ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი, ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან".

იხილეთ ასევე: RSF – საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S