Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი: "სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება"

ევროკავშირის ელჩი: "სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება"

03/05/2022 09:10:01 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარელის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

„მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. მაგრამ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე“, - განაცხადა ჰარცელმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 22 აპრილს მოინახულეს. დასკვნაში, რომელიც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მიმართა, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისი თქმით, თუ ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S