Accentnews.ge
გახარია: "დღეს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ"

გახარია: "დღეს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ"

03/05/2022 18:48:11 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ "დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ" და "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში".

როგორც გახარია ამბობს, მისი გუნდი მზად არის, იმუშავოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

"ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტიაა. დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, რადგან დღეს ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება" - განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა ევროკავშირს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, რაც "იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის".

"ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა",- წერს გახარია Facebook-ზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S