ევროპაში NATO-ს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს
04/05/2022 00:55:20 პოლიტიკა
ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად გენერალი კრისტოფერ კავოლი დაინიშნა. ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გენერალი კავოლი, რომელიც ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელია, თანამდებობაზე ცვლის ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურს, გენერალ ტოდ ვოლტერსს.


