Accentnews.ge
კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში დადგეს ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი

კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში დადგეს ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი

04/05/2022 06:30:29 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში დადგეს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი.

"სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით", – განუცხადა კუბილიუსმა "რადიო თავისუფლებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S