Accentnews.ge
კუბილიუსი განმარტავს, რაზე არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება

კუბილიუსი განმარტავს, რაზე არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება

04/05/2022 06:37:51 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

"ჩვენ არ გვინდა მივცეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, თუ მოლაპარაკებების პროცესში არ ვირწმუნებთ, რომ ის შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას თუნდაც ძირითადი ღირებულებების მხრივ. საქართველომ ევროკავშირი ამაში უნდა დაარწმუნოს. ეს მხოლოდ კითხვარის შევსებაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქმება საერთოდ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ევროპარლამენტის მიერ. ამ ვითარებაში კი არც რუს ოლიგარქებთან კავშირები და არც სააკაშვილის საკითხი არ დაეხმარება საქართველოს, უკეთესად იყოს აღქმული ევროპარლამენტის მიერ. ეს არ შეასრულებს კარგ როლს მთელ ამ ამბავში.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ახლა უნდა შეეცადოს იმის პროგნოზირებას, თუ როგორ ჩაივლის დებატები საქართველოს კანდიდატობის სტატუსის შესახებ ევროპულ ინსტიტუტებში. ნათელია, რომ წევრობაზე საქართველოს მთავრობამ ეს განაცხადი გააკეთა იმის გამო, რასაც დღეს უკრაინა აკეთებს - ის იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. კი ბატონო, ეს გასაგებია და არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებასაც საქართველო და მოლდოვა ცდილობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის სტრატეგია და ტაქტიკა არ არის სრულად უკრაინის მხარეს. ამ ომში მათი პოზიცია როგორც პოლიტიკურად, ისე ტაქტიკურად არის შეცდომა, ასე რომ, დებატების დროს ყველა ეს ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი.

ერთია შევსებული კითხვარი და კომისიის აზრი ამ კითხვარზე, მაგრამ მეორეა, როგორ აღიქმება საერთოდ საქართველო ევროპარლამენტის და საბჭოს წევრების მიერ. აქ საქართველოს აქვს პრობლემები იმ საკითხებში, რაც ჩამოვთვალეთ. და ბოლოს, უკრაინის ხმა როგორც საქართველოს, ისე მოლდოვის საკითხში ძალიან დიდ გავლენას იქონიებს.

ევროპარლამენტარებს კარგად ესმით, რომ საქართველო ახლა ცდილობს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა უკრაინელების მიერ, უკრაინელებისათვის. ასე რომ, დიდად კარგი არჩევანი ვერ იქნება, თუ საქართველო ამაში უკრაინელებსაც არ დაარწმუნებს", – განუცხადა კუბილიუსმა "რადიო თავისუფლებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S