Accentnews.ge
პოდოლიაკი: "ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია"

პოდოლიაკი: "ამოუცნობია, როგორ შეიძლება, ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია"

04/05/2022 06:47:50 პოლიტიკა

"ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია", – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მოსწონს, თუმცა სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ამაყი ადამიანები არიან.

“ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია – ძალიან ამაყი და ძლიერი. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან”, – აცხადებს პოდოლიაკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S