"სააკაშვილის მონახულება იგეგმება"
04/05/2022 10:23:43 პოლიტიკა
„მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სოზარ სუბარს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, რაზეც სუბარმა უპასუხა, რომ ეს ჟურნალისტების დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.
ამავე განცხადებაში სუბარმა თქვა, რომ სააკაშვილის წამების შესახებ საუბარი „ანეკდოტების თემაში გადავიდა“.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მის მიმართ წამებასთან მიახლოებული ქმედება არ ხორციელდება, ხოლო თუ ის თვითდაზიანებას მიმართავს, ამას სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწერებულება მიაქცევს ყურადღებას.
„ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება, როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე ვიდრე ციხეში მოხვდებოდა და არ ჩაიდონოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა სუბარმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ არ ექნება ადგილი სუიციდალურ ქცევას, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ციხეში სუიციდის მართვის წარმატებული პროგრამა აქვს.
„მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქრთველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული, საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში“, – განაცხადა სუბარმა.


