"ოცნების" რეაქცია პოდოლიაკის კრიტიკაზე: "სამარცხვინო არსება", "თავის საქმეს მიხედონ"
04/05/2022 11:41:20 პოლიტიკა
"ქართული ოცნებაში" უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკი კრიტიკას ეხმიანებიან და უკრაინელ პოლიტიკოსს ურჩევენ "თავის საქმეს მიხედონ".
"არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს არ შეეკითხება. საქართველოს, უკრაინის მეგობარ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რა ბერკეტიც გაგვაჩნია, მის დასახმარებლად, ასე უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს, ნუ, უბრალოდ, არასერიოზულად აღიქმება უკვე. თავის საქმეს მიხედონ, ურჩევნიათ! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და მე მინდა ვუსურვო გამარჯვება, წარმატება, ამ ომის დასრულება, მაგრამ თავის საქმეს მიხედონ! ტყუილად ნუ ცდილობენ კეთილგანწყობილი, მეგობარი ხალხი რაღაცნაირად გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პოდოლიაკი „სამარცხვინო არსებას“. უწოდებს:
„პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არა ერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი“.
"ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია", – აღნიშნულის შესახებ მიხაილო პოდოლიაკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მოსწონს, თუმცა სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ამაყი ადამიანები არიან.
“ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია – ძალიან ამაყი და ძლიერი. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან”, – აცხადებს პოდოლიაკი.


